ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲡᲐᲢᲔᲚᲔᲤᲝᲜᲝ ᲐᲡᲘᲡᲢᲔᲜᲢᲘ

ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲢᲔᲚᲔᲤᲝᲜᲘᲣᲙᲕᲔ ᲞᲐᲡᲣᲮᲝᲑᲡ

ქართულად პასუხობს, ფასს ეუბნება და კლიენტს ჩაწერს. მაშინაც, როცა ხაზი დაკავებულია, და მაშინაც, როცა უკვე დაკეტილი ხართ.

250₾ თვეში · პირველი კვირა უფასოდ

ᲐᲘᲠᲩᲘᲔᲗ ᲮᲐᲖᲘსაჩვენებელი ბიზნესები
ხაზის მდგომარეობა

ᲒᲐᲬᲧᲓᲐ

დუქანი ალუბალი

  1. ᲐᲡᲘᲡᲢᲔᲜᲢᲘ

    გამარჯობა, დუქანი ალუბალია. ავტომატური ასისტენტი ვარ და ზარი იწერება. რით დაგეხმაროთ?

    0.0წმ · წინასწარ ჩაწერილი

ცოცხალი ხაზი ახლა არ მუშაობს. მოისმინეთ ნამდვილი ზარის ჩანაწერი.

რასაც არ იცის, არ იგონებს. ადმინისტრატორს გადასცემს.

ფასის ნახვა

ეს ნამდვილი პროდუქტია და ახლახან თქვენ თვითონ ესაუბრეთ. ბიზნესები საჩვენებელია, ხმა, ენა და პასუხები კი ნამდვილი.

ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲣᲚᲘ ᲖᲐᲠᲔᲑᲘ

ᲧᲝᲕᲔᲚᲘ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲝ ᲖᲐᲠᲘ ᲬᲐᲡᲣᲚᲘ ᲙᲚᲘᲔᲜᲢᲘᲐ

  • არასამუშაო საათები

    საღამოს ცხრაზე დარეკავენ, დილით კი უკვე სხვასთან არიან ჩაწერილი.

  • დაკავებული ხაზი

    ადმინისტრატორი ერთ კლიენტს ემსახურება, ტელეფონი კი რეკავს და პასუხი არავის აქვს.

  • ერთდროულად ორი ზარი

    მეორე ზარს დაკავებული ხაზი ხვდება. ის ადამიანი ხელახლა აღარ დარეკავს, შემდეგ ნომერს აკრეფს.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲞᲐᲡᲣᲮᲝᲑᲡ

ᲡᲐᲛᲘ ᲜᲐᲑᲘᲯᲘ, ᲔᲠᲗᲘ ᲖᲐᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ

01

პასუხობს

პირველივე ზარზე იღებს ყურმილს, დღისითაც და ღამითაც. ხაზი არასდროს არის დაკავებული, რადგან ერთდროულად რამდენიმე ზარს პასუხობს.

02

იგებს

ისე ლაპარაკობს, როგორც თქვენს კლიენტს სჩვევია: სტრიჟკა, მასტერი, ჩექი აენთო, ზეთს ჭამს, ნაუშნიკები. ეს სიტყვები პაკეტშივე წერია, თარგმანი არსად ხდება.

03

ჩაწერს

სახელს, ნომერს, დღეს და საათს ჩაინიშნავს და ჯავშანს თქვენს სიაში დებს. ზარის ტექსტიც რჩება, რომ მერე გადახედოთ.

ᲯᲐᲕᲨᲐᲜᲘ

ხვალ 19:00 · 4 კაცი · ნინო

ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲔ

ᲠᲐᲡᲐᲪ ᲐᲠ ᲘᲪᲘᲡ, ᲐᲠ ᲘᲒᲝᲜᲔᲑᲡ

  • ზუსტად ვერ გეტყვით, ადმინისტრატორი გადმოგირეკავთ და დაგიზუსტებთ.

    როცა პასუხი ბაზაში არ დევს, არ ცდილობს გამოგონებას. ნომერს იწერს და ზარს თქვენთან აბრუნებს.

  • სამწუხაროდ, საუნა არ გვაქვს.

    რაც არ გაქვთ, არ იყიდება. კლიენტს პირდაპირ ეუბნება და ტყუილად აღარ მოდის.

  • გასაგებია. ისე შევარჩევთ, როგორც ამ დღეს შეეფერება.

    სამძიმრის თაიგულის შეკვეთაზე სიტყვა „გილოცავთ“ არასდროს ითქმის. ეს წესი პაკეტში წერია, ხასიათზე არ არის დამოკიდებული.

ᲡᲤᲔᲠᲝᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲔᲜᲔᲑᲘ

ᲨᲕᲘᲓᲘ ᲡᲤᲔᲠᲝ, ᲡᲐᲛᲘ ᲔᲜᲐ ᲮᲛᲘᲗ

ᲡᲤᲔᲠᲝᲔᲑᲘ

  • რესტორანი და კაფეხაზზეამაგიდის ჯავშანი, მენიუ, ცალობით ფასი, მიტანის ზონები.
  • სილამაზის სალონიხაზზეამომსახურების ფასი, რომელი მასტერი რას აკეთებს, ჩაწერა.
  • სტომატოლოგიახაზზეამიღებაზე ჩაწერა, დაზღვევა და მწვავე ტკივილის ცალკე გზა.
  • ფიტნეს სტუდიახაზზეავარჯიშების ცხრილი, საცდელი ვარჯიში, აბონემენტი.
  • ავტოსერვისიხაზზეამანქანა, სიმპტომი, დიაგნოსტიკის ფასი, ევაკუატორი.
  • ყვავილების მაღაზიამოთხოვნითშეკვეთა, მისამართი, ბარათის ტექსტი სიტყვასიტყვით.
  • მაღაზიამოთხოვნითფასი, მიტანა, დაბრუნება, ნივთის გადადება.

ბოლო ორი დემო ხაზზე ვერ დგება: ყვავილების შეკვეთა რვა კითხვას სვამს, მაღაზიაში კი მარაგზე პასუხი ცოცხალი ადამიანიდან უნდა მოდიოდეს. ორივე პაკეტი მუშაობს, უბრალოდ ერთი ზარისთვის გრძელია.

ᲔᲜᲔᲑᲘ

  • ქართულიხმით პასუხობს
  • რუსულიხმით პასუხობს
  • ინგლისურიხმით პასუხობს
  • აზერბაიჯანულიტექსტით, მშობლიური რედაქცია მიმდინარეობს
  • სომხურიტექსტით, მშობლიური რედაქცია მიმდინარეობს

ენას კლიენტის პირველივე წინადადებით ცნობს. არაფრის გადართვა არ სჭირდება, არც კლიენტს და არც თქვენ.

ხუთივე ენა ჯერჯერობით მხოლოდ სილამაზის სალონის პაკეტშია აწყობილი.

ᲐᲠᲐᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲡᲐᲐᲗᲔᲑᲘ

ᲦᲐᲛᲘᲡ ᲗᲔᲠᲗᲛᲔᲢᲖᲔ ᲨᲔᲛᲝᲡᲣᲚᲘ ᲖᲐᲠᲘᲪ ᲯᲐᲕᲨᲐᲜᲘᲐ

დღის ორ საათზე ამას ვერ შეამოწმებთ. სწორედ მაშინ შემოდის ეს ზარები, როცა ტელეფონთან უკვე აღარავინ ზის.

ახლა დაკეტილი ვართ, ხვალ ათ საათზე გავიღებთ. ჯავშანი ახლავე ჩაგიწეროთ?

ᲤᲐᲡᲘ

ᲔᲠᲗᲘ ᲤᲐᲡᲘ, ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ ᲩᲐᲜᲡ

ადმინისტრატორის ერთი ცვლა თვეში 800₾-დან იწყება. ხაზი, რომელიც ღამითაც პასუხობს, 250₾.

250₾თვეში

ადმინისტრატორის ერთი ცვლა · 800₾-დან თვეში

ერთი ბიზნესი, ერთი ხაზი, თვეში 500 ზარამდე. ყველა ენა შედის და დამატებით არაფერს იხდით.

  • პასუხობს პირველივე რეკვაზე, დღისითაც და ღამითაც
  • ჯავშანს წერს და კლიენტს დამადასტურებელ SMS-ს უგზავნის
  • ქართული, რუსული და ინგლისური ხმით · აზერბაიჯანული და სომხური ტექსტით
  • ყოველი ზარის ჩანაწერი და სრული ტექსტი თქვენს პანელში
  • ფასების, საათების და ოსტატების შეცვლა ერთ სამუშაო დღეში
  • გაუქმება ერთი შეტყობინებით, ვადის და ჯარიმის გარეშე

თვეში 500 ზარამდე. თუ მეტი მოვა, ხაზი მაინც პასუხობს და ზედმეტი ზარი 0,50₾ ჯდება. ლიმიტს რომ მიუახლოვდებით, შეტყობინებას გამოგიგზავნით.

დაყენება 500₾ ერთჯერადად: თქვენი მენიუ, ფასები, ოსტატები, სამუშაო საათები და ერთი საცდელი ზარი ჩემთან ერთად. გადაიხდით პირველი უფასო კვირის შემდეგ და მხოლოდ მაშინ, თუ გააგრძელებთ.

ტელეფონის ნომერი: თქვენივე ნომერი რჩება. ზარებს გადმოამისამართებთ მაშინ, როცა ხაზი დაკავებულია, არავინ პასუხობს, ან სამსახური დახურულია. ეს ჩვენთან უფასოა. თუ ცალკე 032 ნომერი გინდათ, ის თვეში დაახლოებით 40₾ ჯდება, ეს ოპერატორის ფასია, ჩვენ ზედ არაფერს ვამატებთ და ინვოისში ცალკე სტრიქონად დაინახავთ.

ბარათს არ ვინახავთ და ავტომატურად არაფერს ჩამოგჭრით. ყოველი თვის დასაწყისში ინვოისს გიგზავნით და თქვენ წყვეტთ, გადაიხდით თუ არა. თუ გაჩერდებით, თქვენს ჩანაწერებს და კონფიგურაციას გამოგიგზავნით.

ნაკლები გჭირდებათ: 150₾ თვეში, როცა ხაზი კითხვებზე პასუხობს და ნომერს იწერს, მაგრამ ჯავშანს არ ქმნის.

რამდენიმე ფილიალი გაქვთ: თითოეულ დამატებით ფილიალზე 150₾ თვეში, ყველა ერთ პანელში.

მინდა ჩემს ბიზნესში

პირველი კვირა უფასოდ · ხელშეკრულების და ვადის გარეშე

ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

ᲮᲨᲘᲠᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

მართლა ესმის ქართული?

კი, და ეს პირველი, რაც უნდა შეამოწმოთ: ზემოთ ხაზი ცოცხალია, საკუთარი ხმით დაელაპარაკეთ. ქართულად ორი ნამდვილი ქართული ხმა პასუხობს, ტამარა და ლევანი, სხვა ხმა არ არსებობს. ესმის ის, რასაც კლიენტი ნამდვილად ამბობს და არა მხოლოდ სწორად ნათქვამი სიტყვა: სტრიჟკა, მასტერი, ჩექი აენთო, ზეთს ჭამს, ნაუშნიკები. ენას პირველი წინადადებით ცნობს და გადართვა არ სჭირდება: ქართული, რუსული და ინგლისური ხმით, აზერბაიჯანული და სომხური ჯერ მხოლოდ ტექსტით. თუ ხაზზე ხმაურია ან კლიენტი ჩურჩულებს, ვერ გაიგებს და გამეორებას სთხოვს, ისევე როგორც ადამიანი.

რა ხდება, როცა ვერ გაიგებს ან არ იცის?

არ იგონებს. ეს ერთადერთი წესია, რომელსაც ვერაფერი ცვლის. თუ პასუხი თქვენს კონფიგურაციაში არ წერია, ზუსტად ამას ამბობს: „ზუსტად ვერ გეტყვით, ადმინისტრატორი გადმოგირეკავთ და დაგიზუსტებთ.“ შემდეგ ეს ზარი თქვენს პანელში ჩნდება ნომრით და კითხვით, რომ ადამიანმა დაასრულოს. თუ სამჯერ ვერ გაიგო ნათქვამი, თვითონ იბარებს ნომერს და ხაზს ხურავს. ცოცხალ ინფორმაციას, მაგალითად თავისუფალ მაგიდას ან საწყობში მარაგს, არასდროს ადასტურებს, რადგან ამას ვერ ხედავს.

კლიენტი მიხვდება, რომ ადამიანი არ არის?

მიხვდება, პირველივე წამში, რადგან თვითონვე ეუბნება. ყოველი ზარი ასე იწყება: „გამარჯობა, [ბიზნესის სახელი]. ავტომატური ასისტენტი ვარ და ზარი იწერება. რით დაგეხმაროთ?“ ამის გამორთვა არც შემიძლია და არც მინდა: ეს კანონის მოთხოვნაცაა და ის ადგილიც, სადაც ნდობა იწყება. ადამიანად თავს არასდროს აჩვენებს. კლიენტი ზარს იმიტომ არ წყვეტს, რომ რობოტმა უპასუხა, წყვეტს მაშინ, როცა არავინ პასუხობს.

ჩემი ნომერი რჩება?

რჩება. ახალ ნომერს არ იღებთ, ვიზიტკებსა და აბრას არ ცვლით. გადამისამართებას თქვენივე ტელეფონიდან რთავთ მოკლე კოდით: მაგთიკომზე **61*ნომერი# აგზავნის იმ ზარებს, რომლებსაც ვერ უპასუხეთ, **67*ნომერი# კი დაკავებულ ხაზზე შემოსულს. ანუ ჯერ თქვენი ტელეფონი რეკავს და ასისტენტთან მხოლოდ დაკარგული ზარი მიდის. ##002# ყველაფერს უკან აბრუნებს. ორი რამ წინასწარ: გადამისამართებულ ზარს ოპერატორი თავისი ტარიფით ითვლის, ეს თქვენს პაკეტში ერთად შევამოწმოთ, და ქალაქის ნომერზე კოდი არ მუშაობს, იქ გადამისამართებას ოპერატორი რთავს.

თუ თვითონ მინდა ზარზე პასუხი?

სწორედ ასე ვაყენებ ხოლმე. ნაგულისხმევი სქემით ჯერ თქვენი ტელეფონი რეკავს და ასისტენტი მხოლოდ იმას იჭერს, რასაც ვერ მოასწრებთ. თუ დღეს თავისუფალი ხართ, ##002# კრებთ და ყველა ზარი ისევ პირდაპირ თქვენთან მოდის. ერთი რამ პირდაპირ ვთქვა: უკვე დაწყებულ ზარს შუაში ვერ ჩამოართმევთ. თუ კლიენტი ადამიანს ითხოვს, ასისტენტი ან გადმოგრთავთ, ან ნომერს იბარებს და მერე გეუბნებათ, ვის რა უნდოდა.

ზარებს იწერს? საქართველოში ეს კანონიერია?

იწერს და კანონიერია, თუ სამი პირობა დაცულია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის 2023 წლის კანონი, რომელიც 2024 წლის პირველი მარტიდან მოქმედებს, აუდიომონიტორინგზე ითხოვს: კლიენტი ზარის დასაწყისშივე უნდა გააფრთხილოთ, უნდა გქონდეთ წერილობითი პოლიტიკა იმაზე, თუ რას იწერთ, რატომ და რამდენ ხანს ინახავთ, და ჩანაწერთან წვდომა მხოლოდ იმას უნდა ჰქონდეს, ვისაც ის სამუშაოდ სჭირდება. გაფრთხილება მისალმებაშივეა ჩაწერილი და ვერ გამოირთვება. პოლიტიკის ქართულ ნიმუშს დაყენებისას გაძლევთ, შენახვის ვადას თქვენ ირჩევთ და ვადის ბოლოს ჩანაწერი ავტომატურად იშლება. ჩანაწერიც და ტექსტიც იმავე პანელშია, სადაც ჯავშნები. კანონის წინაშე მონაცემების პატრონი ბიზნესი ხართ თქვენ, მე დამმუშავებელი ვარ. იურისტი არ ვარ და ხელშეკრულებამდე ამ ნაწილს თქვენს იურისტს ვაჩვენებდი.

ინტერნეტი თუ გაითიშა?

თქვენი ინტერნეტი ამ ზარს არ ეხება. ასისტენტი თქვენს სალონში ან ოფისში არ დგას, სერვერზე მუშაობს, ზარი კი ოპერატორის ქსელით მოდის. ანუ თუ ადგილზე დენი ან ვაიფაი გაითიშა, ხაზი მაინც პასუხობს. თუ თვითონ სერვერს მოუვა რამე, სიმართლეს გეტყვით: იმ წუთებში გადამისამართებული ზარი დაიკარგება. ხაზს მონიტორინგი ადევს, შეფერხებაზე შეტყობინება პირდაპირ მე მომდის, და სანამ ვასწორებ, თქვენ ##002# კრებთ და ზარები ისევ თქვენს ტელეფონზე ბრუნდება. ასპროცენტიან უწყვეტობას ვერავინ დაგპირდებათ და მეც არ დაგპირდებით.

ფასებს და ოსტატებს როგორ ვცვლი?

მწერთ ან მირეკავთ და ვცვლი. ფასის შესწორება ან ახალი ოსტატის დამატება იმავე დღეს კეთდება და ცალკე არ ღირს. მთელი მენიუს გადაკეთებას ან ახალ მომსახურებას ცოტა მეტი დრო უნდა, რადგან ყოველი სახელი და ფასი ქართულად, სიტყვებით და ყველა ბრუნვაში იწერება, თორემ ასისტენტი ციფრს წაიკითხავს და ყალბად ჟღერს. ერთი რამ ღიად ვთქვა: საკუთარი პანელი, სადაც თვითონ შეცვლიდით, ჯერ არ არსებობს. ვაკეთებ, მაგრამ დღეს ეს ცვლილება ჩემზე გადის.

თუ არავინ დარეკა, რა მიღირს?

იგივე, 250 ლარი თვეში. ფასი ზარების რაოდენობას არ მიჰყვება და თვეში 500 ზარამდე შედის. გარიგება ორივე მხარისთვის პატიოსანია: მშვიდ თვეში მზადყოფნაში იხდით, დატვირთულში კი ერთი ცვლის ადმინისტრატორზე ნაკლები გამოგდით, რომელიც 800 ლარიდან იწყება. სწორედ ამიტომაა პირველი კვირა უფასო: ჯერ თქვენს ნამდვილ ზარებს დაითვლით, მერე გადაწყვეტთ. დაყენება ცალკეა, 500 ლარი ერთხელ.

გაუქმება როგორ ხდება?

ერთი შეტყობინება საკმარისია. ვადიან ხელშეკრულებას არ გთხოვთ და ჯარიმა არ არსებობს: გადახდილი თვე ბოლომდე მუშაობს, შემდეგზე უბრალოდ აღარ იხდით. გადამისამართებას თქვენივე ტელეფონიდან ხსნით, ##002#, და ნომერი ისევ თქვენია, ხელუხლებელი. წასვლამდე ჯავშნებსა და ჩანაწერებს ფაილად გაძლევთ, შემდეგ კი მონაცემებს ვშლი. დაყენების საფასური არ ბრუნდება და ამას წინასწარ ვამბობ.

ᲓᲐᲕᲣᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲔᲗ

ᲐᲕᲐᲬᲧᲝᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲮᲐᲖᲘᲪ

გიორგი ვარ. ხაზს თქვენს მენიუზე, ფასებზე, ოსტატებზე და სამუშაო საათებზე ვაწყობ და პირველ კვირას უფასოდ ვამუშავებ. დატოვეთ ნომერი, დაგირეკავთ და ერთად მოვისმენთ, როგორ პასუხობს თქვენს კლიენტს.

დამიტოვეთ ნომერი. დაგირეკავთ დღესვე.

ფასიᲓᲐᲠᲔᲙᲕᲐ